კავკასიის უნივერსიტეტი სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა

26 დეკემბერი 2019

26 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტი სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეწვია, მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შეუერთდა თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძის ინიციატივას, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების შესახებ. ოჯახები საახალწლო ნობათით დასაჩუქრდნენ.

 

მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძის ინიციატივის ფარგლებში გამართული წინასაახალწლო კვირეული ძველით ახალ წელს დასრულდება.