კავკასიის უნივერსიტეტის ნუგზარ სხირტლაძის სახელობის სასკოლო ოლიმპიადა

26 ნოემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტი იწყებს ნუგზარ სხირტლაძის სახელობის 2026 წლის სასკოლო ოლიმპიადას.

 

ბატონი ნუგზარი იყო კავკასიის უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო დარგში, ასევე დამსახურებული პროფესორი, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი და ღირსების ორდენის კავალერი. 

 

ოლიმპიადა ტარდება სამ საგანში:

 

  • მათემატიკა
  • ისტორია
  • ხელოვნური ინტელექტი

 

მონაწილეობა შეუძლიათ IX–XII კლასის მოსწავლეებს. რეგისტრაცის გავლა შეგიძლიათ ონლაინ პლატფორმაზე olympiad.cu.edu.ge 

 

ოლიმპიადის ყველა ტურში მონაწილეობა უფასოა.

 

რეგისტრაციის ვადები:


2026 წლის ოლიმპიადისთვის რეგისტრაცია გახსნილია და დასრულდება 17 დეკემბერს, 18:00 საათზე.

 

ონლაინ ტურის განრიგი:

 

  • მათემატიკა - 18 დეკემბერი  (კლასების მიხედვით 10:00–16:00)
  • ხელოვნური ინტელექტი - 19 დეკემბერი, 11:00
  • ისტორია - 25 დეკემბერი  (კლასების მიხედვით 10:00–16:00)

 

ფინალური ტური ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, 5-7 თებერვალს. 

 

  • ოლიმპიადის ფინალურ ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები;
  • I–III ადგილიზე გასულ გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და სპეციალური პრიზები;
  • გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებლები მიიღებენ მადლობის წერილებს.

 

დეტალური პირობებისთვის იხილეთ ოლიმპიადის დებულება ბმულზე.