კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს სასწავლო ცენტრში ,,სპექტრი’’

19 ნოემბერი 2019

19 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში, სასწავლო ცენტრში „სპექტრი“ აბიტურიენტებს შეხვდნენ.

 

სტუმრებს სასწავლო ცენტრის „სპექტრი" დამფუძნებელმა ნუნუ ცაკაშვილმა უმასპინძლა.

 

აბიტურიენტებმა ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და დასვეს კითხვები საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით.