კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი ქ. ბრაშოვში (რუმინეთი) პროექტ E-PSY-ს ფარგლებში

16 მაისი 2022

 

 

 

 

9-11 მაისს, Erasmus+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)” ფარგლებში, ტრანსილვანიის ბრაშოვის უნივერსიტეტმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან, სხვა ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრებს ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი და ფსიქოლოგები მაია მაჭავარიანი-წერეთელი და სოსო დოლიძე

 

შეხვედრები გაიმართა ცენტრის ფსიქოლოგებთან, კონსულტანტებთან და მკვლევრებთან, რა დროსაც განხილულ იქნა სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მეთოდები, ტესტები, სტუდენტთა საჭიროებების მიზნით ჩატარებული კვლევები, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების და კარიერის დაგეგმვის სტრატეგიები და სხვ. ვიზიტის დროს, ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს  ტრანსილვანიის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი, ასევე ტრანსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქო-საკონსულტაციო ცენტრი და გაეცნენ მათი საქმიანობის შედეგებს

 

პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიმათ შორის კავკასიის უნივერსიტეტშისტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის (საქართველოს ხელისუფლებისსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებისოფიციალური დოკუმენტების განვითარებარომ საზოგადოებას აუმაღლდეს ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.