კავკასიის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია "ავერსთან" და ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან გააფორმა

15 ოქტომბერი 2021

15 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა, თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია "ავერსთან" და "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტულ და კლინიკურ ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან" გააფორმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ და ავერსის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ჯორბენაძემ.

 

მემორანდუმები ითვალისწინებს მომავალ თანამშრომლობას, საერთო პროექტების განხორციელებას და ერთობლივი ძალებით, ქვეყნისთვის პროფესიონალების გაზრდას.

 

თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებს, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებასა და განზოგადებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებასა და სტაჟირების/დასაქმების შესაძლებლობაში.

 

კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ, კახა შენგელიას და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს კლინიკა და არსებული ინვენტარი დაათვალიერებინა და მიმდინარე სიახლეები გააცნო.