კავკასიის უნივერსიტეტში წიგნის თარგმნის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

28 იანვარი 2025

22 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში წიგნის თარგმნის პროგრამა 2023-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით- ირენა მელუა, პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი - აკაკი კაპანაძე, მაკა ციბაძე და პროფესორი, მთარგმნელი - ხათუნა ბასილაშვილი.

 

შეხვედრაზე პროექტის გუნდმა მიმოიხილა გაწეული სამუშაო და შედეგები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და გამოთქვეს მზაობა წიგნის თარგმნის პროგრამაში ერთობლივად ჩასართველად.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი მიმდინარე წელს კიდევ ერთ წიგნს გიფ კონსტებლის - ადამიანი და რეალობა თარგმნის წიგნის თარგმნის პროგრამა 2024-ის ფარგლებში.

 

დაფინანებულია წიგნის თარგმნის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის საელჩო საქართველოში.