ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს მოხალისეების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

29 სექტემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტს ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს მოხალისეები და მათი წარმომადგენლები: ანი ანთიძე საბჭოს მდივანი, დაჩი სხირტლაძე საბჭოს თავმჯდომარე, ანი სუხიაშვილი საბჭოს მოადგილე, ანდრია ხორბალაძე საბჭოს წევრი და ელენე გოგალაძე საბჭოს წევრი ესტუმრნენ.

 

მოსწავლეებმა კავკასიის უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ის სტუდენტური სივრცეები დაათვალიერეს, რომლითაც სარგებლობას CU-ში სწავლისას შეძლებენ.

 

მიიღეს ინფორმაცია იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.