ხათუნა ბურკაძე პირველი ქართველი ქალი მეცნიერია, რომელმაც “პარტნიორობა მშვიდობისათვის” სტიპენდია მოიპოვა

2 ოქტომბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა ბურკაძე, “პარტნიორობა მშვიდობისათვის” სტიპენდიის ფარგლებში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში სამეცნიერო კვლევას განახორციელებს. მისი კვლევის მთავარი მიზანია, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების პროცესის ტექნოლოგიური ტენდენციების შესწავლა.

 

პროფესორ ხათუნა ბურკაძეს განხორციელებული აქვს არაერთი კვლევა ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე მთელი რიგი საკვანძო სფეროების მიხედვით, მათ შორის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებებით.

 

პროფესორი ხათუნა ბურკაძე მიიჩნევს, რომ თანამედროვე სტრატეგიების შემუშავება ციფრული ტექნოლოგიების როლისა და გავლენის გაანალიზების გარეშე შეუძლებელია. ტექნოლოგიების როგორც შესაძლებლობების, ასევე თანმდევი რისკების თავიდან აცილების ინსტრუმენტების იდენტიფიცირება ქმნიან მნიშვნელოვან ჩარჩოს სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.