კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით 13 დეკემბერს, 16:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ლაშა ღვალაძის მასტერკლასი - „CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენა“.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები:
- რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს CV;
- როგორ დავალაგოთ ინფორმაცია;
- როგორ გამოვირჩეოდეთ სხვებისგან;
- სამოტივაციო წერილის მნიშვნელობა;
- როგორ შევადგინოთ სამოტივაციო წერილი.
ლაშა ღვალაძე - FINCA Impact Finance-ის გლობალური HR ბიზნეს პარტნიორია. მას აქვს 8 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის,ინგლისური ენის სწავლების და სხვადასხვა ტრენინგების ჩატარების მიმართულებით.