Erasmus+ ჟან მონეს კათედრის ფარგლებში “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (Jean Monnet Chair 101175522 - EU-PPS), 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში დაიწყო კათედრით გათვალისწინებული სალექციო კურსების სწავლება:
- ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:
ა) ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით (პროფ. გ. ჭელიძე) - ხუთშაბათი 18:00, 20 სტუდენტი;
ბ) ევროკავშირის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (პროფ. ე. ქარდავა) - ხუთშაბათი, 20:00, 17 სტუდენტი;
- “ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები” (EIGER) სამაგისტრო პროგრამაზე:
“ევროკავშირის გაფართოება, სამეზობლო და პარტნიორობის პოლიტიკა” (პროფ. გ. ჭელიძე) - სამშაბათი, 19:00, 10 სტუდენტი.
სალექციო კურსებზე სულ რეგისტრირებულია 47 სტუდენტი. თითოეულ სასწავლო კურსზე სასწავლო პროცესი მოიცავს 30 საათს.
სწავლება სალექციო კურსებზე მიმდინარეობს 2024 წლის შემოდგომის სემესტრში მომზადებული და დამტკიცებული სილაბუსების მიხედვით.