18 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ''ლიბრარეა''-ში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას წარუძღვა კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სტუდენტი, ლევან კაკლიანი, თემაზე - „ტოტალიტარიზმი ქართულ სიტყვაში“.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ქართველთა ყოფა 19 საუკუნეში, ილიას ხედვა - გზა ხსნისაკენ, თათქარიძეობის პრობლემა - გროტესკული ტექსტის ახსნა, ჯავახიშვილისეული ხედვა - რეალობის დღის შუქზე ახლებურად გამოტანა, ლეო ქიაჩელის სენტენცია - ტოტალიტარული რეჟიმის მიმართებით.
ლიბრარეას სივრცე მუდმივად მასპინძლობს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საზოგადოებისთვის საინტერესო სპიკერებს სამეცნიერო, კულტურული, პოლიტიკური თუ სხვა სახის საუბრებისთვის. ასევე, მუდმივად იგეგმება ახალი საჯარო ლექციები სერიისთვის - საუბრები ლიბრარეაში.