სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

6 ივლისი 2026

3 ივლისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

 

სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წინაშე.

 

კომისიაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის პროფესორები - ეკა აკობია, გიორგი ცხადაია, ემირ ეთერია და შორენა კახიძე, ასევე აფილირებული ასოცირებული პროფესორი - პაატა სირბილაძე.

 

დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:

 


სტრატეგიული საჯარო მმართვლობის სამაგისტრო პროგრამა:

 

  • მარიამ ნასრაშვილი - ,,ციფრული მონიტორინგი და კონტროლი: პირადი ცხოვრების უფლებისა და დამსაქმებლის ლეგიტიმური ინტერესის ბალანსი“, ხელმძღვანელი: გვანცა ბესელია, მოწვეული ლექტორი;
  • ლუკა პეტრიაშვილი - ,,ფისკალური რისკები და მისი მართვის გამოწვევები საქართველოს მაგალითზე“, ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, აფილირებული პროფესორი;
  • ქეთევან გამსახურდია - ,,კორუფციის პრევენციის მექანიზმები საჯარო ფინანსების მართვაში“, ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, აფილირებული პროფესორი;
  • გიორგი მირუაშვილი - ,,საარჩევნო პროცესების ციფრული ადმინისტრირება: კიბერუსაფრთხოების რისკები და ხელოვნური ინტელექტის როლი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირებაში“, ხელმძღვანელი: პაატა სირბილაძე, აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
  • გიგა ქურიძე - ,,ფისკალური დეცენტრალიზაცია: თეორიული საფუძვლები და მისი მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“, ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, აფილირებული პროფესორი.