6 აპრილს, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, აბიტურიენტებისათვის მართლწერის ვიქტორინა ჩატარდა.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, რომ სპეციალურ შექმნილ ელექტრონულ პროგრამაში მოენიშნათ ორთოგრაფიულად მართებული ფორმები. აბიტურიენტები შეფასდნენ ორი კრიტერიუმით: მაქსიმალურად მეტი მართებული პასუხი და მოცემული დროის ლიმიტის ეკონომიურობა.
გამარჯვებულებს 15 აპრილს, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“-ის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საზეიმოდ გადაეცემათ ფულადი სასწავლო ვაუჩერები.
კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ენის ეკოლოგიაზე ზრუნვაა, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ზრუნავს ქართულ ენაზე მართებულად წერის, მეტყველებისა და აზრის ჩამოყალიბების უნარის გასაუმჯობესებლად.