Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research- პროექტის სამუშაო შეხვედრა ქ. კიევში

2 დეკემბერი 2021

25-30 ნოემბერს კავკასიის უნივრსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტები - ანა თათეშვილი, ელენე თვაური და მარიამ ბექაია  პროექტის Media Dialogue 2021 for Conflict Sensitivity and Research ფარგლებში   ლვოვის შემდეგ სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციაზე იმყოფებოდნენ   კიევში, უკრაინაში.

 

ვიზიტის მიზანი იყო უკრაინაში არსებული პოლიტიკური სისტემების, შეიარაღებული და გაყინული კონფლიქტებისა და მედიის პრობლემების განხილვა. პროექტის ორგანიზატორების

და მონაწილეების ჩართულობით სტუდენტებმა შექმნეს ფოტო/ბლოგის, პოდკასტის, კვლევის და ვიდეოს სამუშაო ჯგუფები და შეიმუშავეს ერთობლივად შესაბამისი მედია პროდუქტები.

 

ვიზიტისას მონაწილეები და პროექტის ორგანიზატორები შეხვდნენ უკრაინულ ჟურნალისტურ გაერთიანებებს, საქველმოქმედო ფონდის, სატელევეზიო და ონლაინ მედიის  („Revived Soldiers Ukraine”, „DOM”, “Suspline”) წარმომადგენელებს. ამასთან, განხორციელდა სხვადასხვა სახის შემეცნებითი/კულტურული ვიზიტები  კიევში.

 

დასკვნით ნაწილში გაიმართა კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის შედეგები.

 

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ორგანიზებულია  კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის OK-TV Ludwigshafen ხელმძღვანელობით და მონაწილეობას იღებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციები, ჟურნალისტთა ასოციაციები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. გერმანიიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ბელარუსიიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან.