საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

25 თებერვალი 2022

24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში,  აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებისა და იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც კავკასიის უნივერსიტეტი მათ სთავაზობს.  

 

ასევე, აბიტურიენტები შეხვდნენ სკოლების დეკანებს და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღებს.

 

საინფორმაციო შეხვედრა ტრადიციულად კამპუს ტურით დასრულდა.

 

მომდევნო საინფორმაციო შეხვედრა 10 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება, დასწრების მსურველები დარეგისტრირდით  ბმულზე