საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის კავკასიის უნივერსიტეტში

26 მარტი 2021

საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში 26 მარტს გაიმართა.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების და იმ სიახლეების შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.  შეხვედრის ფაგრლებში, აბიტურიენტებსა და მშობლებს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და იტალიის ელჩმა საქართველოში, ენრიკო ვალვომ სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს. საინფორმაციო შეხვედრა ყველა რეკომენდაციის და რეგულაციის დაცვით ჩატარდა. 

 

მათთვის კი, ვინც CU კამპუსში მოსვლას ვერ ახერხებთ და გსურთ მიიღოთ ინფორმაცია იმ პროფესიის შესახებ, რომელიც გაინტერესებთ, მომდევნო საინფორმაციო შეხვედრა 1 აპრილს, 18:00 საათზე დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართება.  

 

დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე და მიუთითეთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა.