კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

26 ოქტომბერი 2020
25 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, აბიტურიენტებისთვის, მიმდინარე აკადემიური წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ სიახლეების შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.
 
შეხვედრის ბოლოს აბიტურიენტებს სკოლების დეკანები გაესაუბრნენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა მიმართულების შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
 
ღონისძიებაზე მოსულ აბიტურიენტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ კამპუს ტური ჩაუტარდათ.