28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯია“-ს წარმომადგენლები. „დიპლომატ ჯორჯია“ წარმოადგენს "Procter & Gamble" და "Nestle" ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს დიპლომატის სტაჟირების DG TIP პროგრამა, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ფინანსური ოპერაციები
- გაყიდვების ანალიტიკა და რეპორტინგი
- ლოგისტიკური ოპერაციები
- ბიზნესის განვითარება
- სავაჭრო მარკეტინგი
- მარკეტინგი
- ადამიანური რესურსები
- შესყიდვები
შეხვედრას ორგანიზება გაუწია კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურმა.