ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება ლუქსემბურგის ბიზნესის სკოლასთან

27 მაისი 2020

27 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ლუქსემბურგის ბიზნესის სკოლასთან (Luxembourg School of Business) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

გაფორმებული შეთანხმების მიზანია, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, აგრეთვე ერთობლივი პროექტებისა და მოკლევადიანი პროგრამების განხორციელება.


აღნიშნული თანამშრომლობა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სასწავლო სემესტრი/წელი ლუქსემბურგის ერთ-ერთ წამყვან ბიზნესის სკოლაში გაატარონ. 

ლუქსემბურგის ბიზნესის სკოლა 2014 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანი საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნაა.