ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა“-სთან

19 სექტემბერი 2022

19 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საქმიანი ვიზიტით „ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცას“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ უმასპინძლა.

 

ვიზიტის მთავარი მიზანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იყო, რომელსაც ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და „ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცას“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორებმა - გიგი გიოშვილმა და გიორგი არქანიამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის დეკანები.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის სამომავლო ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების და სხვადასხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვას, განხორციელებას, ცოდნის, გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლა-გაზიარებას როგორც  საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და სხვა მიმართულებებით.