11 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და შპს „აითი აკადემია სტეპ-ს‘’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და გაანალიზების ხელშეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და დარგობრივი კომპეტენციების განვითარება, ასევე შესაბამის სფეროებში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შექმნა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და შპს „აითი აკადემია სტეპ’’-ის დირექტორმა მაკა მახათაძემ.
