მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) საერთაშორისო კონფერენცია

9 დეკემბერი 2021

5-8 დეკემბერს, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) კონფერენცია მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა,უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კახა შენგელიამ.

 

მე-5 საერთაშორისო კონფერენციის მთავარი თემა იყო - "The Global Leadership Challenge in Higher Education for Effective Multilateralism & Sustainable Human Security (FEC5)".

 

კონფერენციის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა განათლების ტრანსფორმაციულ როლზე გლობალურ სოციალურ ევოლუციაში. სპიკერებმა განიხილეს უმაღლესი განათლება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ისაუბრეს გლობალური უმაღლესი განათლების გამოწვევებზე და იმ ცვლილებებზე, რაც აუცილებელია განათლების სისტემის განვითარებისთვის.

 

კახა შენგელიამ წარადგინა პრეზენტაცია შემდეგი თემის შესახებ: "მიწოდების ინოვაციური სისტემები გლობალური უმაღლესი განათლებისთვის".

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უცხოური უნივერსიტეტების და საგანმანათლებლო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემია (WAAS) საერთაშორისო არასამთავრობო სამეცნიერო ორგანიზაციაა. მისი წევრები მეცნიერების, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში გამორჩეული მიღწევების მქონე ადამიანები არიან, რომელთაც კაცობრიობის წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევების გადაჭრის აქტიური ვალდებულება აქვთ.