საერთაშორისო კვირეულის ოფიციალური გახსნა

22 მაისი 2023

22 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა.

22-26 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მასპინძლობს 20-ზე მეტ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ევროპის 15-მდე პარტნიორი უნივერსიტეტიდან.

 

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის - კახა შენგელიასა და ვიცე-პრეზიდენტის ირენა მელუას სიტყვით გამოსვლით გაიხსნა.

 

კვირეულის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, როგორც უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საერთაშორისო კვირეული მოიცავს, როგორც სესიებს ინოვაციებისა და მეწარმეობის, აკადემიური კეთილსინდისიერების, საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესებისა და უნივერსიტეტის მესამე მისიის შესახებ, ასევე რელევანტურ ფაკულტეტებთან გათვალისწინებულ სალექციო საათებს პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების მონაწილეობით.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული  ერაზმუს+ ის კრედიტ მობილობის პროგრამაში და ეროვნული სტატისტიკის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის განხორციელებული მობილობებითა და დაფინანსებული პროექტების მიხედვით.