პარაგვაის ელჩის ოფიციალური ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

4 აპრილი 2023

3 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ პარაგვაის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პარაგვაის ელჩი თურქეთში სეფერინო ადრიან ვალდეზ პერალტა (Ceferino Adrian Valdez Peralta) და პარაგვაის საპატიო კონსული საქართველოში ზურაბ ხუნტუა.

 

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პარაგვაის სან სებასტიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლები რექტორი ფულხენსიო სამუდიო, ვიცე რექტორი  ხულია როსანა ბენიტესი და უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელები.

 

ვიზიტის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კავკასიის უნივერსიტეტსა და  სებასტიანის უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს, სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთა გაცვლას, ორმაგი ხარისხის პროგრამების ამოქმედებასა და მოკლევადიანი პროგრამების შემუშავებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია, აგრეთვე იმ სკოლების დეკანები,რომელი მიმართულებითაც იგეგმება თანამშრომლობის გაღრმავება.

 

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მედიცინის, ბიზნესისა და სამართლის მიმართულებით, ამასთან მოკლევადიან კვლევით და საგანმანათლებლო ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე.