ინდონეზიის რესპუბლიკის ელჩის ოფიციალური ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

21 დეკემბერი 2023

21 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ინდონეზიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში არიფ ბასალამა დელეგაციასთან ერთად ეწვია. აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი პირველი ქართული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც ახლად დანიშნული ელში დელეგაციასთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ეწვია.

 

ინდონეზიის რესპუბლიკის ელჩს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია.

 

მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და ინდონეზიის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და აგრეთვე ახალი ერთობლივი მოკლევადიანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

 

ინდონეზიის ელჩთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ინდონეზიის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი სვანიძე და ინდონეზიის საელჩოს წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელი ტორანგ ტორანგ პაკპაჰანი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.

 

კავკასიის უნივერსიტეტი 10 წელზე მეტია აქტიურად თანამშრომლობს ინდონეზიის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა გაცვლით და ერთობლივი მოკლევადიანი პროექტების მიმართულებით.