18 დეკემბერს, აბიტურიენტებისთვის, ონლაინ რეჟიმში, გაიმართა ბიზნეს ვორკშოპი, თემებზე: „მარკეტინგის რაობა“, „ხელოვნური ინტელექტი ფინანსებში“ და „სტრატეგიის როლი ბიზნესში“.
ვორკშოპის მომხსენებლები იყვნენ კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, კავკასიის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი ერეკლე პირველი და კავკასიის ბიზნესის სკოლის ლექტორი რუსუდან ჩაჩანიძე.
აბიტურიენტებს ვირტუალურად გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატები.
დამსწრე აუდიტორიამ, ასევე მიიღო ზოგადი ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის, მისი პრიორიტეტებისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ.