საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელი სტუდენტებისათვის

11 სექტემბერი 2023

8 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საერთაშორისო ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს კამპუსში უმასპინძლა.

 

ტრადიციულად, სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, როგორც უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

შეხვედრა, ტრადიციულად, კამპუს ტურით დასრულდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ კამპუსში არსებულ კვლევით ცენტრებს და ლაბორატორიებს.

 

ხარისხის მაძიებელი სტუდენტების საორიენტაციო შეხვედრები რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი.