საორიენტაციო შეხვედრები პირველკურსელებთან

8 სექტემბერი 2023

4-6 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, პირველკურსელებთან საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. მათ CU-ის სკოლების დეკანებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასწავლო და რეგისტრაციის პროცესების შესახებ.

 

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, პირველკურსელებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

CU-ში საგნებზე რეგისტრაცია პირველკურსელთათვის 9 სექტემბერს დასრულდება, აკადემიური სასწავლო წელი კი 11 სექტემბერს დაიწყება.