8 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, საფეხბურთო ჩემპიონატი "ფეფეს თასი“ 2026 შემოდგომის სემესტრის ლიგა დაიწყო.
ჩემპიონატი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს) სახელს ატარებს და უკვე მერვე წელია, კავკასიის უნივერსიტეტში ტარდება.
წლევანდელი ლიგა ოფიციალურად გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, გიორგი ნიშნიანიძის მამამ, მამუკა ნიშნიანიძემ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, საფეხბურთო კლუბ „შალკეს“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ლოკომოტივის მწვრთნელმა- ლევან ყენიამ.
გახსნის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა.
„ფეფეს თასი 2026“ აერთიანებს როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს - შემოდგომის ლიგაში მონაწილეობას 36 სტუდენტური და კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთი გუნდი იღებს.
თამაშებს უძღვებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მოწვეული მსაჯები.
ჩემპიონატის სპონსორები არიან: Coca-Cola Bottlers Georgia, Red Bull, Sandora Georgia, ქართული ბრენდი „ჯერარასდროს“.
