პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

25 ივლისი 2019

25 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „გაზრდილი ტრანსპარენტულობა და ფინანსური ინფორმაციულობა: ახალი შესაძლებლობები აკადემიური სექტორისა და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობისთვის.“

 

ღონისძიების მიზანია საქართველოში ინფორმაციულობის ახალი პლატფორმის არსებობის კვალობაზე საფუძველი ჩაუყაროს სამეცნიერო წრისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა სამომავლო ნაყოფიერ თანამშრომლობას.

 

ღონისძიება დაფინანსებულია შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზების 2019 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში და მხარდაჭერილია ფინანსთა სამინისტროს ბუღალტერიის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ. ღონისძიებას დაესწრნენ ქართული და უცხოური აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სხვა დაინტერესებული მხარეები.

 

კონფერენცია გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ერეკლე პირველმა, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში ბუბა ლეჟავამ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, იური დოლიძემ, მსოფლიო ბანკის უფროსმა კონსულტანტმა, ირინა გორდელაძემ, იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარამ, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში მეცნიერების და აკადემიური გაერთიანების ატაშემ, ელეონორ გარნიემ, საფრანგეთის ინსტუტის საქართველოში დირექტორმა, პიერ კლუმ, საფრანგეთის ეროვნული რეფორმების მხარდაჭერის ფონდის პრეზიდენტმა ჟაკ პოტდვინმა. კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: პოლ თომსონი (Director at European Federation for Accountants and Auditors for SMEs (EFAA), the USA) იოჰან ციმერმანიAccounting Professor, University of Bremen, Germany), ერიკ ვერმიულენი (Professor of Business & Financial Law, Tilburg University; Senior Legal Counsel Signify; World Bank Expert on Reporting, Disclosure and Transparency; The Netherlands).