15 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში პირველკურსელების წვეულება გაიმართა. ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, წელს გრანდიოზულად ჩატარდა.
Welcome party-ს მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი „მარტივი გამოსავალი" (გამოუვალი მდგომარეობა) და უნივერსიტეტის სტუდენტი არტისტები.
წვეულებას უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლები მარიამ მაღულარია და გიორგი დათუკიშვილი.
საღამოს დასაწყისში უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და სკოლების დეკანებმა წამყვანების ბლიცკითხვებს უპასუხეს და სტუდენტებს სიტყვით მიმართეს, რის შემდეგაც წვეულების გასართობი ნაწილი დაიწყო.
ღონისძიების ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პირველკურსელებთან ერთად სადღესასწაულო ტორტი გაჭრა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. საღამოს ოფიციალური ნაწილი ფეიერვერკით დასრულდა.