კავკასიის უნივერსიტეტში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა – CUnicorn-ის მეხუთე ნაკადი დასასრულს მიუახლოვდა!
პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეების ანტრეპრენერული უნარებისა და ინოვაციური აზროვნების გაძლიერებას, სტარტაპ იდეების განვითარებას და მათ რეალურ ბიზნესებად გარდაქმნას.
პროგრამის დასკვნითი ხუთი კვირის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ თემატიკებს:
- ბიზნეს მოდელი და შემოსავლის წყაროები;
- გუნდის განვითარება;
- ციფრული მარკეტინგი;
- სტარტაპის დაფინანსება;
- ფიჩის (Pitch) მომზადება.
სესიებს უძღვებოდნენ წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლები, სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, ანგელოზი ინვესტორები და გამოცდილი მენტორები, მათ შორის:
- სანდრო კანდელაკი - Student Hunt - ის თანადამფუძნებელი და CEO;
- გიორგი რაზმაძე - Awork - ის თანადამფუძნებელი და CEO;
- ზურა კვინიკაძე - ციფრული მარკეტერი;
- ქეთევან ხუნწარია - ანტრეპრენერი, Axel - ის საინვესტიციო საბჭოს წევრი და ანგელოზი ინვესტორი;
- ირო ცაგარეიშვილი - Axel - ის მმართველი დირექტორი.
პროგრამაში ინდივიდუალური მენტორების სახით ჩართულები არიან აქსელის ანგელოზი ინვესტორები, რომლებიც სტარტაპებს პრაქტიკულ გამოცდილებას და მათ საჭიროებებზე მორგებულ რჩევებს უზიარებენ.
პროგრამის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს დემო დღე, რომელიც 8 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება. დემო დღეზე პროგრამის მონაწილე 7 სტარტაპ გუნდი საკუთარი იდეით ჟიურის, ეკოსისტემის წარმომადგენლების და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგება.
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის სპონსორია კომპანია ბაუმერი.