პრე-აქსელერატორი სამცხე ჯავახეთში - დემო დღე

5 სექტემბერი 2024

3 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და მხარდაჭერით გამართა სამცხე-ჯავახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე.

 

პრე-აქსელერატორის მთავარი მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეგისტრირებული სტარტაპერებისა და მეწარმეების დახმარებაა საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებაში, იდეიდან და პროდუქტიდან დაწყებული, GITA- ს 25 000 ლარიანი რეგიონალური საგრანტო პროექტის წარდგენით დამთავრებული.

 

7 კვირის განმავლობაში, პროგრამის მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ტრენინგების ინტენსიური სესიები, რომლებსაც უძღვებოდნენ სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წარმომადგენლები.

 

პრე-აქსელერაციის პროგრამის ტრენერები:

 

  • ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, CU- ს მოწვეული ლექტორი;
  • სანდრო კანდელაკი - Student Hunt -ის თანადამფუძნებელი;
  • ნიკოლოზ გოგოჭური - VRex - ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • გიორგი რაზმაძე - Awork – ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

 

დემო დღის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეები ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე საკუთარი სტარტაპ იდეებით წარსდგნენ, ხოლო ღონისძიების დასასრულს,  ჟიურის წევრებმა - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ანა მაისურაძემ, Printomato - ს თანადამფუძნებელმა, სტარტაპ მენტორმა გაბრიელ მელივამ და Kovzy.com- ის დამფუძნებელმა ალექსანდრე ცინცაძემ გამოვლინეს გამარჯვებული სტარტაპი Legal Harmony, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტმა ჯილდოს სახით 2000 ლარი გადასცა.

 

დემო დღეზე წარმოდგენილი გახლდათ შემდეგი სტარტაპები:

 

  • STUDYBUDDY – ონლაინ პლატფორმა, რომელიც AI - ის საშუალებით სტუდენტებს ეხმარება დავალების და ნაშრომის შესრულებაში;
  • Rabati (Natenadze Wine Restaurant) – პლატფორმა, რომლის საშუალებით ღვინის კომპანიებს და ჰორეკა სექტორს შეეძლება საკუთარი სერვისების და პროდუქტების 3D რეალობაში გადმოტანა და გაცოცხლება;
  • RAYWAN – ღრუბლოვანი სათამაშო პლათფორმა, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს ითამაშონ მაღალი ხარისხის თამაშები ნებისმიერ მოწყობილობაზე, ძვირადღირებული აპარატურის, ჩამოტვირთვებისა და განახლებების საჭიროების გარეშე;
  • სამაპი - Სკაში შესატანი ვეტ.Პრეპარატის ზუსტი დოზირების ინოვაციური ხელსაწყო;
  • Viva Smile – ციფრული ღიმილის დიზაინი,რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს მკურნალობამდე მოახდინოს ღიმილის სიმულაცია, რომელიც სრულად შეესაბამება პაციენტის ფუნქციურ, ესთეტიკურ და ემოციურ სურვილებს;
  • ARTED – ონლაინ პლატფორმა - მოსახერხებელი ქორწილის დამგეგმავი, რომელიც დაგეხმარებათ მოაწყოთ თქვენი დღესასწაული სწრაფად  კომფორტულად  და პროფესიონალურად;
  • ADVENTUROUS – -ტურისტული პლათფორმა,რომელიც აერთიანებს ტუროპერატორებსა და ტურისტებს ერთ სივრცეში;
  • BE BIO – ეხმარება ბიო ფერმერებს  მართვის ინოვაციური ბიო სისტემების დანერგვასა  და მარტივად სერტიფიცირების პროცესში;
  • SHOW & GO – აპლიკაცია დაეხმარება ტურისტებს მარტივად დაგეგმონ მათი მოგზაურობა, იპოვონ საუკეთესო ადგილები და ყველა საჭირო სერვისი ერთ პლატფორმაზე;
  • Legal Harmony -  სამართლებრივი დოკუმენტების შექმნისა და მართვის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივად სამართლებრივი დოკუმენტების შაბლონების მოძიებასა და ავტომატიზირებულად მათი შექმნის შესაძლებლობას.