19 დეკემბერს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საორიენტაციო შეხვედრა გამართა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის.
2024 წლის გაზაფხულის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტის 35-მდე სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს ბილატერალურ საერთაშორისო/ Erasmus+ ის გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრებიან უნივერსიტეტის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში შემდეგ ქვეყნებში: აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, რუმინეთი, უნგრეთი, ესპანეთი, ჰოლანდია და სლოვაკეთი.
შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებმა მიიღეს დამატებით ინფორმაცია მობილობის პროცესისა და პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ ეტაპებზე.