17 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში წიგნის თარგმნის პროგრამა 2023-ის ფარგლებში დაფინანსებული წიგნის - ევროკავშირის პოლიტიკა პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
პრეზენტაცია კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა აკაკი კაპანაძემ გახსნა, ისაუბრა წიგნი თარგმნის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და გეგმებზე. მეორე ნაწილში კი წიგნის მთარგმნელმა, ქალბატონმა ხათუნა ბასილაშვილმა ისაუბრა უშუალოდ წიგნის შინაარსობრივ მხარესა და ღირებულებაზე კონტექსტის გათვალისწინებით.
პროექტის ძირითადი მიზანი ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის უახლეს კვლევებსა და სახელმძღვანელოებზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო.
უნივერსიტეტი წიგნის თარგმნის პროგრამა 2024 წლის ფარგლებში კიდევ ერთ წიგნს გამოსცემს, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე წელს შედგება.
პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.