მეორე საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებების კრებულის პრეზენტაცია

2 ოქტომბერი 2025

30 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული მეორე საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებების კრებულის პრეზენტაცია.

 

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას გადაეცა მოხსენებების კრებულები, ასევე, საუბარი შეეხო მომავალი კონფერენციის დეტალებს. 

 

2024 წლის, 20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ბავშვის უფლებები მართლმსაჯულების სისტემაში - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“. კონფერენციამ თავი მოუყარა როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს და დარგის ექსპერტებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრაქტიკოსს იურისტებს სხვადასხვა უწყებებიდან, ბავშვის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტუდენტებს.