28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში, პროექტი - "გაზეთები საქართველო და ერთობა ასი წლის წინ" - ჩატარდა.
პროექტი - "გაზეთები საქართველო და ერთობა ასი წლის წინ" - მიზნად ისახავდა 1919-1920 წლების ორი მთავარი პერიოდული გამოცემის - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბეჭდვითი ორგანოს გაზეთი ,,საქართველოსა" და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბეჭდვითი ორგანოს გაზეთი ,,ერთობის", პუბლიცისტური ნარატივის შეფასებას, ისტორიული კონტექსტის გააზრებას, ენობრივი პოლიტიკის დადგენას.
პროექტის ფარგლებში, გამოვლინდნენ შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები, რომლებსაც სერტიფიკატები და CU-ის წიგნის მაღაზია „ლიბრარეას“ ვაუჩერები გადაეცათ.
გამარჯვებული სტუდენტების სია:
ლალა ბიგვავა - ეკონომიკის სკოლა (CSE)
ლევან კაკლიანი - ჰუმანიტარული სკოლა (CSH)
მარიამ გულისაშვილი - ჰუმანიტარული სკოლა (CSH)
ასევე, შეიქმნა თემატური ელექტრონული კატალოგი და ელექტრონული წიგნი.
პროექტი დაფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან დათუკიშვილი - ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი.
პროექტის პერსონალი: მარიამ მაჯგალაძე, ხათუნა ჭანიშვილი - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა.