23 ოქტომბერს, ბუდაპეშტში, ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა ვორკშოპი თემაზე – „გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება იურიდიულ განათლებაში“(Integrating a Gender Perspective into Legal Education).
ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებმა - ლევან მოსახლიშვილმა, ლევან დარბაიძემ და თამარ ავალიანმა, სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიურ წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან ერთად.
შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა აკადემიური და ექსპერტული დისკუსია იურიდიულ განათლებაში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების, სასწავლო პროცესში გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებისა და შესაბამისი საგანმანათლებლო მიდგომების განვითარების საკითხებზე.
ვორკშოპმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება, ემსჯელათ იურიდიულ განათლებაში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების მნიშვნელობაზე და განეხილათ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
