29 მაისს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი ნინო ჟიჟილაშვილი საინფორმაციო შეხვედრას გამართავს მედიახელოვნების ახალი 3 წლიანი ერთობლივი საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.
შეხვედრა ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
კავკასიის მედიის სკოლისა და აშშ-ის ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის ერთობლივი 3 წლიანი პროგრამა არის მომავალი კრეატორების, ციფრული ტექნოლოგიებითა და ფილმის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის. პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები 2 წელს ისწავლიან კავკასიის უნივერსიტეტში, მე-3 წელს კი სრულად გაატარებენ აშშ-ში. პროგრამის კურსდამთავრებული მიიღებს 2 დიპლომს.
პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარე.
