პროგრამის პრეზენტაცია - საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ერთობლივი პროგრამა

5 ივნისი 2026

4 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული ყველა პირისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ახალი 3 წლიანი ერთობლივი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს (აშშ).

 

საინფორმაციო შეხვედრას წარუძღვა ეკა აკობია - კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი.

 

ღონისძიებაზე აბიტურიენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს. ასევე გაეცნენ პარტნიორი უნივერსიტეტისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

 

პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.