კავკასიის უნივერსიტეტში Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ: “RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations”ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო შეესწავლა ქვეყნის განათლების სისტემის დიჯიტალიზაცია, მდგრადობა და ინკლუზიურობა.
ფოკუს ჯგუფში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ინსტიტუტების, ბიზნესის, სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დაინტერესებულმა მხარეებმა, ხაზი გაუსვეს თანამედროვე განათლებასა და სამუშაო ადგილებში ზემოაღნიშნული კომპეტენციების საჭიროებას. წარმოგიდგენთ აღნიშნული კვლევის შედეგების მოკლე შეჯამებას მიმართულებების მიხედვით:
დიჯიტალიზაცია
ფოკუს ჯგუფის მონაწილეების მსჯელობის შედეგად აღმოჩნდა, რომ ციფრული უნარები აუცილებელია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე დარგის პროფესიონალებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მონაწილემ აღნიშნა რომ დარგში არიან მაღალი კომპეტენციის მქონე პირები, სხვებმა აღნიშნეს რომ არსებობს ხარვეზები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მონაცემთა ანალიზი და ციფრული კომუნიკაცია. განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ადამიანები დგანან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რაც გავლენას ახდენს მათ პროდუქტიულობასა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე. ამ ხარვეზების დასაძლევად, დაინტერესებულმა მხარეებმა გამოთქვეს სურვილი მოხდეს ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია კურიკულუმებსა და პროფესიულ სასწავლო პროგრამებში, მათ შორის კოდირება და ინდუსტრიული სტანდარტის პროგრამებში პრაქტიკის კომპონენტის დამატება.
მდგრადობა
მდგრადობის ინტეგრაცია განათლებასა და პროფესიულ პრაქტიკაში მნიშვნელოვნად მერყეობს. ზოგიერთი პროგრამა თანხვედრაშია ევროპის მდგრადი განვითარების პარადიგმებთან, მაშინ როცა სხვები ჩამორჩებიან. დაინტერესებულმა მხარეებმა განსაზღვრეს მდგრადობის პრაქტიკები, როგორიცაა რესურსების დაზოგვა და ნარჩენების შემცირება, მაგრამ აღნიშნეს განხორციელების სირთულეები ბიუჯეტური შეზღუდვებიდან და კონკურენტული პრიორიტეტებიდან გამომდინარე. ამ გამოწვევების გადასაჭრელად რეკომენდაცია გაუწიეს საგანმანათლებლო პროგრამებში მდგრადობის კომპეტენციების დანერგვასა და ექსპერიმენტული სწავლის შესაძლებლობების შეთავაზებას.
ინკლუზიურობა
ხაზი გაესვა მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობის აუცილებელობას, თანაბარუფლებიანი მონაწილეობისა და შესაძლებლობისთვის. დაინტერესებულმა მხარეებმა გამოკვეთეს არაინკლუზიური სფეროები, სადაც ხაზგასმული იყო გაუცნობიერებელი მიკერძოება და სისტემური ბარიერები. მნიშვნელოვნად ჩაითვალა ინკლუზიურობის უნარებზე მუშაობა, როგორიცაა კულტურული კომპეტენცია და ეფექტური კომუნიკაციის სწავლება. აღნიშნული ხარვეზების დასაძლევად რეკომენდაცია გაუწიეს მრავალმხრივი მიდგომების დანერგვას , რაც შესაძლოა მოიცავდეს უწყვეტ სწავლებას, მენტორობის პროგრამებსა და ორგანიზაციულ პოლიტიკას, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობის მიზნით.
შეჯამება
ფოკუს ჯგუფის მონაწილეები შეთანხმდნენ დიჯიტალიზაციის, მდგრადობისა და ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში. აღნიშნული კომპეტენციების მიზანმიმართული ხელშეწყობა და სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება აუცილებელია სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, რათა შეძლონ წარმატების მიღწევა თანამედროვე დინამიურ სამყაროში. აღნიშნული გააძლიერებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას და ხელს შეუწყობს უფრო ინკლუზიურ, მდგრად და ციფრულად კომპეტენტური გარემოს შექმნას.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, თუმცა, გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) შეხედულებებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო მათზე პასუხისმგებელი არ არის.