მაისში, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე, დაიწყო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი: „ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტი“, რომლის ავტორებია კავკასიის უნივერსიტეტი და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია.
პროექტის მიზანია საქართველოს სკოლებში, უფროსკლასელებში კიბერუსაფრთხოების უნარებისა და ცოდნის, კერძოდ შეღწევადობის ტესტირების განვითარება, როგორც პრაქტიკული ასევე სამეცნიერო კუთხით.
ახალგაზრდა შეღწევადობის ტესტერების უნივერსიტეტის ფარგლებში, მსმენელები შეისწავლიან კომპიუტერული ქსელების და ლინუქს ადმინისტრირების საფუძვლებს, ვებგვერდის საფუძვლებს, კიბერუსაფრთხოებას, Python პროგრამირებას, თამაშების თეორიას და შეღწევადობის ტესტირებას (ეთიკურ ჰაკინგს).
პროექტი მსმენელებისთვის სრულიად უფასოა და დაფინანსებულია საგრანტო კონკურსის SPG-24-307 ფარგლებში.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი – მაქსიმ იავიჩი.