2 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით, გაიმართა ქეთი გრძელიძის და თათია მთვარელიძის საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე „ცენზურა და პოსტცენზურული ხელოვნება“.
ქეთი გრძელიძე არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი), თათია მთვარელიძე არის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საჯარო ლექციის ფარგლებში, განხილულ იქნა ხელოვნებაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შედეგები და მათი ზემოქმედება არამხოლოდ უშუალოდ ცენზურის, არამედ პოსტცენზურის პერიოდშიც.
