საჯარო ლექცია - ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში

3 აპრილი 2023

3 აპრილს, დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრის “National Endowment for Democracy“-ის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში,კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეა“- ში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში.

 

ლექციას წარუძღვა-გოგა ხატიაშვილი - დემოკრატიის და მმართველობის ცენტრის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი. ყოფილი: შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი.

 

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმები და მათი ეფექტიანობა;ძალადობის ფორმები; ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის სირთულეები;ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების სამართლებრივი მექანიზმები.

 

ლექციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.