საჯარო ლექცია - „მშობლიური ენა - თვითგამოხატვის ყველაზე ბუნებრივი საშუალება“

4 აპრილი 2022

4 აპრილს, ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“ პირველი საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე - „მშობლიური ენა - თვითგამოხატვის ყველაზე ბუნებრივი საშუალება“.

 

ლექცია წაიკითხეს: პროფესორმა - მარიამ მანჯგალაძემ და პროფესორმა - ეკა ჩიკვაიძემ

 

კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 4 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, ტარდება სხვადასხვა ღონისძიება: საჯარო ლექციები, კონკურსები აბიტურიენტებისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. დასკვნითი ღონისძიება ქართული ენის დღეს, 14 აპრილს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

 

აღნიშნული ღონისძიება არის გაგრძელება პროექტისა „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“, რომელიც პირველად, 2016 წლის 14 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის - მარიამ მანჯგალაძის ინიციატივით, წარმატებით შედგა ვილნიუსის უნივერსიტეტში და, მას შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო ფორმატით, ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.