საჯარო ლექცია "არალიბიდინალური ეკონომია, სურვილი და სექსუალობა"

1 აპრილი 2024

30 მარტს, გაიმართება საჯარო ლექცია - "არალიბიდინალური ეკონომია, სურვილი და სექსუალობა". ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის და ასოციაცია "ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის" ფარგლებში ჩატარდა.

 

ლექციას უძღვებოდნენ: ქეთი ჩუხროვი (ჩუხრუკიძე) - ლინჩოპინგის (შვედეთი) და კარლსრუეს (გერმანია) უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი, გიგა მამინაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ანა ბერია - კინგსტონის უნივერსიტეტი, მოდერნული ევროპული ფილოსოფიის კვლევითი ცენტრი.

 

მოხსენებაში ქეთი ჩუხროვმა შეადარა ეკონომიკის ლიბიდინური და არალიბიდინური ფორმები და განიხილა ეკონომიკის გავლენა კოლექტიური სურვილის და კულტურული ჰორიზონტის ჩამოყალიბებაზე.

 

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.