კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა, ხათუნა ბურკაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი, როგორც სამართლის სუბიექტი (შესაძლებლობები და გამოწვევები)“.
საჯარო ლექციის ფარგლებში, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განიხილა ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიული, ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩო, გაანალიზა ევროკავშირის მიერ მიღებული ხელოვნური ინტელექტის აქტის მთავარი ასპექტები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა AI-ის იუსტიციისა და მართლმსაჯულების სფეროში დანერგვის შესაძლებლობებზე, თანმდევ გამოწვევებზე.
ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ხელოვნური ინტელექტი შეცვლის ტრადიციულ მიდგომებს ყველა საკვანძო მიმართულებით, მათ შორის იურისპრუდენციაში. AI-ის მასშტაბების, შესაძლებლობების ზრდა და თანმდევი რისკები მოითხოვენ სამართალ-სუბიექტურობის საკითხის ხელახალ ანალიზისა და ახალი სამართლებრივი მიდგომების განვითარებას. ამასთან, აღნიშნული თანამედროვე ტექნოლოგია ხელს უწყობს საჯარო და კერძო სამართლებრივი ურთიერთობების დისტანციურად წარმართვას, რაც იურისპრუდენციაში დამკვიდრებულ მეთოდებს ცვლის“.