21 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, შვეიცარიელ არასრულწლოვანთა მოსამართლემ, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ექსპერტმა, არასრულწლოვანთა და ოჯახის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMJF) გამგეობის წევრმა, სამართლის დოქტორმა - ურსინა ვეიდკუნმა, პროფესორ ლევან დარბაიძესთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტის კერძოდ, სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - "არასრულწლოვნის დაკითხვის პრაქტიკული გამოწვევები - ქართული და შვეიცარიული გამოცდილება".
შეხვედრა გაიმართა კითხვა პასუხის ფორმატში.
