საჯარო ლექცია - „შენი ხმის მნიშვნელობა 2024 წლის არჩევნებზე“

6 მარტი 2024

5 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია: „შენი ხმის მნიშვნელობა 2024 წლის არჩევნებზე“ - გაიმართა. შეხვედრა ჩაატარა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

 

სპიკერმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ამასთან, აუდიტორიას გააცნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სიახლეები.

 

ლექციის დასასრულს, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ISFED-ის მასშტაბურ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის შესახებ.