დიდი ოთხეულის კვირეულის ფორმატში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა აუდიტორული კომპანია PwC.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ კომპანიაში სტაჟირების გასავლელად და შემდგომში დასასაქმებლად საჭირო ინფორმაცია.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ: კომპანიის ადამიანური რესურსების საკითხების მართვის ხელმძღვანელი, მარკეტინგის ხელმძღვანელი, აუდიტორული განყოფილების უფროსი მენეჯერი და აუდიტორული განყოფილების უმცროსი კონსულტანტები.
შეგახსენებთ, რომ PwC Georgia ერთ-ერთი წამყვანი, დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიაა, როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.